ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

UG Startup Talks
17 October 2017

საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის - Startup Factory-ის ორგანიზებით 18 ოქტომბერს, სტარტს აიღებს პროექტი „UG Startup Talks“, რომელიც ყოველ ოთხშაბათს ჩატარდება და დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს წარმატებულ ადამიანებს, სტარტაპერებს, პროფესიონალებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ჩვენს მსმენელს.

ყოველი ოთხშაბათი იქნება ინსპირაციული და საინტერესო განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ იფიქრონ საკუთარ ბიზნეს იდეებზე, მიაღწიონ წარმატებებს და თავად გახდნენ დამსაქმებლები.

ღონისძიების პირველი სტუმარი იქნება ქ-ნ ნინო ჩიქოვანი - სტარტაპ კომპანია „თამაშობანას“ თანადამფუძნებელი, რომელიც სტუდენტებს მოუყვება მისი წარმატების ისტორიის შესახებ და მისცემს რჩევებს, რათა გახდნენ წარმატებული სტარტაპერები და შემდეგში წარმატებული კომპანიების დამფუძნებლები.

ღონისძიები მეორე სტუმარი, გივი ბერიძე-"ლეიზერ კომბატის" დამფუძნებილი. ბ-ნ გივი ისაუბრებს მის გამოცდილებაზე, თუ როგორ აქცია იდეა წარმატებულ ბიზნესად. არ გამოტოვოთ შანსი,დაესწროთ "ლეიზერ კომბატის" სიმულაციას.

UG Startup Talks-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

თარიღი: 18.10.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია #116
დრო: 19:00 სთ

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი